თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. პარტია „ქართული იდეის“თავმჯდომარის, ყოფილი პოლიტპატიმრის, ლევან ჩაჩუას ბრიფინგი „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება.
ბრიფინგი საქართველო–რუსეთის ურთიერთობების ისტორიასა და ამჟამინდელ მდგომარეობას ეხება.
ბრიფინგში მონაწილეობენ:
• პარტია ქართული იდეის“ თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტპატიმარი ლევან ჩაჩუა;
• საქართველოში მცხოვრები რუსი თანამემამულეების კავშირ „ატჩიზნას“ პრეზიდენტი ვალერი სვარჩუკი.
„რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრი:
თბილისი, რუსთაველის გამზირი, 2. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა. მე-8 სართული. ოთახი 808.
ტელ: 224 46 77; 555 90 89 77.