ენერგეტიკის სამინისტრომ თერგზე ჰესის მშენებლობასთნ დაკავშირებით კონკურსი გამოაცხადა

© photo: Sputnik / Fred Grindberg / გადასვლა მედიაბანკშითერგი
თერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰიდროელექტროსადგურ „სნოწყალი ჰესის“ დადგენილის სიმძლავრე 22,2 მვტ-ს შეადგენს, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება — 114,43 მლნ კვტ/სთ-ს.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ენერგეტიკის სამინისტრომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მდინარე თერგზე ასაშენებელი „სნოსწყალი ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით, კონკურსი გამოაცხადა, — იუწყება ენერგეტიკის სამინისტრო. 

კონკურსი კომპანია შ.პ.ს „კამარა ენერჯის“ განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.

თბოელექტროსადგური გარდაბანში - Sputnik საქართველო
სამი წლის მანძილზე საქართველოს ენერგეტიკის სფეროში 500 მილიონი დოლარია ჩადებული

ინფორმაციის თანახმად, „სნოწყალი ჰესის“ აშენებით დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში 2015 წლის 13 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ. 

ჰიდროელექტროსადგურ „სნოწყალი ჰესის“ დადგენილის სიმძლავრე 22,2 მვტ-ს შეადგენს, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება — 114,43 მლნ კვტ/სთ-ს.

 

ყველა ახალი ამბავი
0