სირიელებმა სხვადასხვა ქვეყნებში "ისის-თან" ბრძოლისათვის რუსეთს მადლობა გადაუხადეს

გამოწერა

სირიელები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, კვირას რუსეთის საელჩოებთან მივიდნენ და "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებთან ბრძოლაში დახმარების გაწევისათვის მადლიერება გამოხატეს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა აქციები სირიაში, ირანსა და სერბეთში.

მომიტინგეები ამ ქვეყნებში რუსეთის საელჩოებთან მიდიოდნენ და მოსკოვს ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში დახმარებისათვის მადლობას უხდიდნენ.

დაახლოებით 50 ადამიანი მივიდა რუსეთის საელჩოსთან ბელგრადში, რათა სირიაში რუსეთის პოლიტიკისათვის მხარი დაეჭირა. მიტინგზე, რომლის ინიციატორიც სირიელი სტუდენტების კავშირი იყო, მივიდნენ სირიული დიასპორისა და ზოგიერთი სერბული პატრიოტული ორგანიზაციის წარმომადგენლები. აქტივისტებს რუსეთისა და სირიის დროშები და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და პრეზიდენტ ბაშარ ასადის პორტრეტები ეჭირათ. აქცია რუსეთისა და სირიის ჰიმნებით გაიხსნა, შემდეგ სტუდენტთა ლიდერებმა შეკრებილ საზოგადოებას სერბულ და არაბულ ენებზე მიმართეს.

ბელგრადში სირიის სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენლის, ლამაკ კუდერის თქმით რუსეთი — "ერთადერთი ქვეყანაა ევროპის კონტინენტზე, რომელსაც ესმის, თუ რა ხდება ჩვენს მიწაზე, და ეს დიდი ომია — ომი ტერორიზმის, ისლამური ექტრიმიზმისა და ფანატიზმის წინააღმდეგ".

მან რუსეთის მთავრობას ადამიანების გადარჩენისათვისაც გადაუხადა მადლობა.

თეირანში რუსეთის საელჩოში რუსეთის ელჩის, ლევან ჯაგარიანის თეირანში სასწავლად წასულ სირიელ სტუდენტებთან შეხვედრა ჩატარდა. დაახლოებით 15 ადამიანი მივიდა საელჩოში რუსეთისა და სირიის პრეზიდენტების პროტრეტებითა და რუსულ-სირიული მეგობრობის მხარდამჭერი პლაკატებით.

"სირიელი სტუდენტების ეროვნული კავშირი მთელს მსოფლიოში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ეწვევა რუსეთის საელჩოებს, რათა მადლობა გადაუხადონ რუსეთის მთავრობას და პრეზიდენტ პუტინს  სირიის მთავრობისათვის მხარდაჭერის გამო", — განაცხადა მუსტაფა დაიუბმა, თეირანში სირიის საელჩოს წარმომადგენელმა.

რუსეთმა 30 სექტემბრიდან სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მოთხოვნით სირიაში "ისის-ის" ობიექტებზე წერტილოვანი ავიადარტყმების განხორციელება დაიწყო. ამ დროისათვის რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა 450-ზე მეტი შეტევა განახორციელეს, გაანადგურეს დაახლოებით 300 ბოევიკი, საწვრთნელი ბანაკი, სასარდლო პუნქტები, საბრძოლო ამუნიციის საწყობები და სხვა ობიექტები. გარდა ამისა, კაპიის ფლოტის ხომალდებიდან 26 ფრთიანი რაკეტა გაეშვა, რომლებმაც "ისის-ის" ობიექტები გაანადგურა.

ყველა ახალი ამბავი
0