თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ყაზახეთში, შიმკეთში, ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ITF Futures-ის სერიის მიმდინარე ტურნირის ფინალში, ორ პარტიაში დათმო კამილა კერიმბაევასთან ერთნაირი ანგარიშით 2:6.
თითოეულ სეტში ორი ბრეიკით, ტურნირის მასპინძელმა დამაჯერებლად გაიმარჯვა სეზონის პირველ ტურნირში.
მიუხედავად დამარცხებისა ინდივიდუალურ შეჯიბრში, გორგოძემ თანამემამულე სოფიო ქვაცაბაიასთან ერთად გაიმარჯვა წვილთა თანრიგში. ფინალში ქართველ ჩოგბურთელთა წყვილმა მოიგო კამილა კერიმბაევას (ყაზახეთი) და მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) წყვილთან ორ პარტიაში — 7:5, 6:2.
გორგოძისათვის ეს წარმატება უკვე მეცხრეა მიმდინარე სეზონზე. გორგოძემ სოფიო ქვაცაბაიასთან და სოფიო შაფათავასთან წყვილში სამ-სამჯერ მოიგო. ამ დროისათვის WTA —ს რეიტინგში გორგოძე 153-ე ადგილზეა.