ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზში „დიდი შლემის“ ტურნირი მოიგო

© photo: Sputnik / Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშიქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინალში, ევროპის ექვსგზის ჩემპიონმა ფრანგ ალექსანდრ იდირას ორთაბრძოლა იუკოთი მოუგო.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (-90კგ) პარიზში „დიდი შლემის“ სერიის ტურნირის გამარჯვებული გახდა. 

 ფინალში, ევროპის ექვსგზის ჩემპიონმა ფრანგ ალექსანდრ იდირას ორთაბრძოლა იუკოთი მოუგო. 

 ამ წარმატების შედეგად, ლიპარტელიანმა 500 რეიტინგული ქულა და ტურნირის საპრიზო ფონდის (150 ათასი დოლარი) ნაწილი მოიგო.

 ლიპარტელიანისათვის ეს ზედიზედ მესამე წარმატებაა  „დიდი შლემის“ ტურნირზე საფრანგეთში. გასულ წელს მან ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო 2013-ში — ოქროს მედალი. 

 ლიპარტელიანის გარდა საქართველოს სახელით ტურნირზე ესტერ სტამი (-71კგ) გამოდიოდა. თუმცა, პირველი ორთაბრძოლის რუს ალიონა პროკოპენკოსთან მოგების შემდეგ,  მან შემდეგი ორთაბრძოლა გერმანელ ვარგას კოხთან წააგო. 

 „დიდი შლემის“  შემდეგი ტურნირი აბუ-დაბიში 30 და 31 ოქტომბერს გაიმართება. 


ყველა ახალი ამბავი
0