რუსეთმა სირიაში ერთი დღე-ღამის განმავლობაში ტერორისტების 50 ობიექტი გაანადგურა

გამოწერა
რუსული ავიაჯგუფის თვითმფრინავებმა 33 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს, გაანადგურეს ორი სასარდლო პუნქტი, საბრძოლო მასალის სამი საწყობი, ორი მიწისქვეშა ბუნკერი და ბოევიკების ძალების დისლოკაციის სხვა ადგილები.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. რუსული ავიაჯგუფის თვითმფრინავებმა სირიაში ერთ დღე-ღამეში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული ინფრასტრუქურის თითქმის 50 ობიექტი გაანადგურეს, განაცხადა ორშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა. 

„ავიაბაზა „ჰმეიმიდან“განხორციელდა 33 საბრძოლო გაფრენა ტერორისტების 49 ობიექტზე, რომლებიც განლაგებულია ალეპოს, დამასკის, იდლიბის, ლატაკიასა და ჰამას პროვინციებში“, — განაცხადა კონაშენკოვმა. 

მისი თქმით, ერთ დღე-ღამეში საჰაერო დარტყმებით განადგურებულია ტერორისტების ორი სასარდლო პუნქტი, საბრძოლო მასალის სამი საწყობი, ორი მიწისქვეშა ბუნკერი, 32 საცეცხლე პოზიცია და ბოევიკების ძალების დისლოკაციის სხვა ადგილები.

„საბრძოლო ამოცანების შესრულების შემდეგ რუსული ავიაჯგუფის ყველა თვითმფრინავი ავიაბაზაზე დაბრუნდა“, — დააზუსტა კონაშენკოვმა. 


ყველა ახალი ამბავი
0