GIFT ბრუნდება: თბილისში პოპულაური თეატრალური ფესტივალი განაახლეს

გამოწერა

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი GIFT იხსნება თბილისში. ფესტივალის პროგრამა, რომელიც 17 ნოემბრამდე გაგრძელდება, წარმოადგინა მისმა მხატვრულმა ხელმძღვანელმა და ცნობილმა ქართველმა კინორეჟისორმა ქეთი დოლიძემ თუმანიშვილის თეატრში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

"ხუთ წლიანი შესვენების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ აღვადგინოთ GIFT ჩატარების ტრადიცია და ღია ფესტივალები მივუძღვნათ ქალაქ თბილისის დღესასწაულს — თბილისობას", რომელიც ამ უქმეებში ჩატარდა", — განაცხადა დოლიძემ.

GIFT-ში მონაწილეობას მიიღებს თოჯინების დიდი თეატრი სანკტ-პეტერბურგიდან. სამსახიობო დასმა თბილისში საკუთარი გახმაურებული სპექტაკლი «სიმღერა სიმღერად» ჩამოიტანა. თეატრს არ ჰქონდა საშუალება ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ საქართველოში გასამგზავრებელი თანხები ინტერნეტის საშუალებით მაყურებელმა მოუგროვა.

«ეს ძალიან უჩვეულო სპექტაკლია. და ეს თავისუფალი სპექტაკლია… ის ძალიან გულახდილია და ადამიანის არსზე გვიამბობს, და იმ დიდ ნიჭზე, რომელიც ადამიანებს მიეცათ — სიყვარულის ნიჭზე», — განაცხადა სპექტაკლის რეჟისორმა რუსლან კუდაშოვმა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბარში.

ხელოვნების ფესტივალის ჩატარებას მხარს უჭერს თბილისის მერია. თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მეთაურმა ზურაბ წერეთელმა GIFT "თბილისელი თეატრალების დღესასწაულად" მოიხსენია.

«მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალის პროგრამა ძალიან საინტერესოა. ყველას ვურჩევ ამ ფესტივალზე მისვლას და ცნობილი მსახიობების დადგმებში მონაწილეობის ხილვას», — განაცხადა წერეთელმა.

GIFT ფესტივალის გახსნის ცერემონია 17 ოქტომბერს თბილისის Garden Hall-ში 18:00 საათზე გაიმართება. საღამოებს გააფორმებს ჯაზ-მუსიკა თბილისური «ბიგ-ბენდის» შესრულებით.

ყველა ახალი ამბავი
0