კამჩატკელი ვინი-პუჰი: ქურდი დათვი გაქცევისას სარკმელში გაიჭედა

გამოწერა

კამჩატკაზე სახლში შეპარული მურა დათვი საცხოვრებლის მფლობელებისგან გაქცევას ღია სარკმლიდან ცდილობდა. იხილეთ ვიდეო, რომელიც თვითმხილველებმა მობილური ტელეფონის საშუალებით გადაიღეს.

საცხოვრებლის მფლობელების მიერ გადაღებულ კადრებში ჩან, რომ ქურდი დათვი ხალხისგან სამზარეულოში გაღებული სარკმლიდან ცდილობდა გაქცევას.

ცხოველი სახლში მაშინ შეიჭრა, როდესაც იქ არავინ იყო. მშიერმა ცხოველმა წასვლამდე ყველაფერი შეჭამა, მაგრამ მოულოდნელად კამერის ობიექტივში აღმოჩნდა. ხალხის მოსვლის შემდეგ დათვი შეშინდა და ფანჯრიდან გაქცევა სცადა, თუმცა სარკმელში გაიჭედა. გაქცევა მან მხოლოდ მესამე მცდელობის შემდეგ შეძლო.

ბოლო თვეების განმავლობაში შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე რეგიონში დათვების ხალხში გამოსვლის შემთხვევებმა იმრავლა.

მაგალითად, 16 ოქტომბერს პრიმორიეში 6 თვის დათვი ადგილობრივი მაცხოვრებლების საკარმიდამო ნაკვეთში შეიჭრა, პოლიციელებმა ის დაიჭირეს და ტყეში გაუშვეს.

ყველა ახალი ამბავი
0