სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა კალათბურთში

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დათქმულ ვადებში გუნდმა „შსს-ს აკადემია“ არ წარმოადგინა სუპერ ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის დამადასტურებელი განაცხადი. ამასთან დაკავშირებით, მის ადგილს სუპერ ლიგაში "А" ლიგის გამარჯვებული - “არენა -76“ დაიკავებს.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik.საქართველოს კალათბურთის სუპერ ლიგის  2015/2016 წლის საკალათბურთო სეზონის სასტარტო მატჩში, თბილისის „დინამომ“ ბათუმის „დინამოს“ 80:63 მოუგო. 

 გამარჯვებულთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გიორგი შარაბიძე იყო, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა. ბათუმელებს შორის ყველაზე ზუსტი უკრაინელი ლეგიონერი იგორ კრივცოვი აღმოჩნდა, რომლის ანგარიშზე 21 ქულაა. 

 პირველი ტურის მეორე ორთაბრძოლაში „მგზავრებმა“ რთული მატჩი მოიგეს „ქუთაისთან“ 77:75. 

 სუპერ ლიგის პირველი სათამაშო დღის პროგრამა „სოხუმსა“ და „რუსთავს“ შორის მატჩით დასრულდა, რომელშიც სოხუმელებმა დამაჯერებელი ანგარიშით 80:60 მოიგეს. 

 ჩემპიონატის დაწყების წინ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია, რომ: დათქმულ ვადებში გუნდმა „შსს-ს აკადემია“ არ წარმოადგინა სუპერ ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის დამადასტურებელი განაცხადი. ამასთან დაკავშირებით, მის ადგილს სუპერ ლიგაში "А" ლიგის გამარჯვებული — “არენა —76“ დაიკავებს.

 ინფორმაცია იმაზე, თუ როდის შედგება „ოლიმპსა“ და „არენა —76“-ს შორის გადაგებული პირველი ტურის მატჩი, ჯერ არ ვრცელდება. 


ყველა ახალი ამბავი
0