თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მეორე ჩოგანმა ალექსანდრე მეტრეველმა ტრამვის გამო ვერ შეძლო ITF Futures-ის სერიის ტურნირის ფინალის დასრულება ყაზახეთში.
გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მეტრეველი შეჯიბრის მასპინძელს ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ დიმიტრი პოპკოს ხვდებოდა.სასტარტო სეტში 4:5 დათმობის შემდეგმ, მეტრეველი მეორე პარტიაშიც აგებდა 0:2 და მიიღო გადაწყვეტილება მატჩი დაესრულებინა.
არ არის ინფორმაცია, თუ რამდენად სერიოზულია სპორტსმენის მიერ მიღებული ტრამვა.
ერთი კვირის წინ მეტრეველმა ყაზახეთში ანალოგიური ტურნირი მოიგო რუს ივან გახოვთან.
ამ დროისათვის ალექსანდრე მეტრეველს 369-ე ადგილი უჭირავს АТР რეიტინგში.