უძველესი ქართული ხელნაწერები „მსოფლიო მეხსიერების“ ნუსხაში შეიტანეს

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდა უძველესი ქართული ხელნაწერებისა, საერთაშორისო საკონსულტაციო კომიტეტმა „მსოფლიო მეხსიერების“ ნუსხაში ასევე შეიტანა 46 ახალი ელემენტი, მათ შორის 1649 წლის კანონთა ნუსხა რომელიც შუა საუკუნეების რუსეთის სამართლის უდიდესი ძეგლია.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. უძველესი ქართული ხელნაწერები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება, იუნესკოს პროგრამა “მსოფლიო მეხსიერების“ რეეესტრში ჩართეს, იტყობინება გაეროს ახალი ამბების ცენტრი. 

 „მსოფლიო მეხსიერება“ ეს დოკუმენტური მემკვიდრეობაა, (მსოფლიო ხალხების დოკუმენტირებული კოლექტიური მეხსიერება), რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. ამ დროისათვის „მსოფლიო მეხსიერება“ ჯამში 438 დოკუმენტსა და დოკუმენტურ კოლექციას შეიცავს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან. 

 ქართული მედიის ინფორმაციით „მსოფლიო მეხსიერების“ რეესტრში შევიდა შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანის“ ხელნაწერთა კოლექცია და ბიზანტიური პერიოდის უძველესი მანუსკრიპტი. 

 გარდა უძველესი ქართული ხელნაწერებისა, საერთაშორისო საკონსულტაციო კომიტეტმა „მსოფლიო მეხსიერების“ ნუსხაში ასევე შეიტანა 46 ახალი ელემენტი, მათ შორის 1649 წლის კანონთა ნუსხა რომელიც შუა საუკუნეების რუსეთის სამართლის უდიდესი ძეგლია.

„მსოფლიო მეხსიერების“ უდიდესი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმებშია დაცული და მათი არსებითი ნაწილი დღეს განადგურების საფრთხის ქვეშაა.  


ყველა ახალი ამბავი
0