ოდესის მახლობლად კატარღის ავარიის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Валерий Шустов / გადასვლა მედიაბანკშიოდესის პორტი
ოდესის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათს, შავი ზღვის აკვატორიაში ოდესის ოლქის სანაპიროსთან, სასეირნო კატარღა გადაბრუნდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, კატარღაზე 36 ადამიანი იმყოფებოდა. 20 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ოდესის ოლქის სანაპიროზე მაშველებმა კიდევ ორი დაღუპული ადამიანის სხეული იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, განაცხადა ოდესის ოლქის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის პრეს-მდივანმა ოლგა ლევჩუკმა 

 „07:00 საათზე ზატოკაში სანატორიუმ „ჩერნომორსკიე ზორის“ ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხეული. ვინაობა დგინდება. მოგვიანებით, ნაპირიდან 300 მეტრში ასევე აღმოჩენილ იქნა კიდევ ერთი სხეული. იგი 08:50 წუთზე ამოიღეს წყლიდან. ვინაობა დგინდება“ — თქვა უწყების თანამშრომელმა ტელეარხ „112 უკრაინას“ ეთერში. 

შაბათს, შავი ზღვის აკვატორიაში ოდესის ოლქის სანაპიროსთან, სასეირნო კატარღა გადაბრუნდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, კატარღაზე 36 ადამიანი იმყოფებოდა. 20 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. უკრაინის პრემიერმა არსენი იაცენიუკმა განკარგულება გასცა ავარიის გარემოებების შემსწავლელი სპეციალური კომისიის შექმნის თაობაზე. 


ყველა ახალი ამბავი
0