თბილისი მსოფლიოს თეატრალურ კოლექტივებს მასპინძლობს

© photo: Sputnikთუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური კოლექტივები

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის  ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი GIFT (საჩუქარი)  17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე გაიმართება, ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორები იტყობინებიან. 

 ფესტივალში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური კოლექტივები:  ვილნიუსის მცირე თეატრი (ლიტვა),  ფლორენციის  ფესტივალის თეატრალური დასი  „ინტერსითი“ (იტალია);  ასევე ქორეოგრაფიული კოლექტივები: „საშა ვალცი და სტუმრები“ (გერმანია) და  ქორეოგრაფ მაზილოს "The Dance Factory" (სამხრეთ აფრიკა)

 ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ასევე  რუსული თეატრალური კოლექტივები:  თოჯინების დიდი თეატრი სანკტ-პეტერბურგიდან, დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორია და  ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი მოსკოვიდან. 

ფესტივალში,  რომლის ორგანიზატორები მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და ბათუმის მცირე თეატრი არიან, რა თქმა უნდა ქართული თეატრალური კოლექტივებიც მიიღებენ მონაწილეობას. 

ფესტივალის ფარგლებში ასევე შედგება ქართველ დიზაინერთა სიმონ მაჩაბელისა და ნატალი კლდიაშვილის გამოფენა.

Gift — ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ევროპის ფესტივალთა ასოციაციის წევრია. იგი 1997 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების ინიციატივით დაფუძნდა (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი, პერტი).
ყველა ახალი ამბავი
0