თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. თბილისი 17-18 ოქტომბერს ქალაქის დღესასწაულს „თბილისობას“ აღნიშნავს.
მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, დილიდან დაიწყო ხილის და ყვავილების ფესტივალი შარდენზე; გაშლილია კარვები რიყეზე, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშებია წარმოდგენილი. აქვე მიმდინარეობს მზადება კულინარიული ფესტივალისათვის, მზად არის საკონცერტო სცენები ღია ცის ქვეშ…
© თ. ხონელიძეთბილისობა 2015 -ხილის ფესტივალი
თბილისობა 2015 -ხილის ფესტივალი
© თ. ხონელიძე
წელს დედაქალაქი „თბილისობას“ ოცდამეთექვსმეტეჯერ აღნიშნავს. „თბილისობის“ პირველი დღესასწაული 1979 წელს შედგა.
ტრადიციულად საზეიმო ღონისძიებები იმართება დედაქალაქის ცენტრში: რიყის პარკში, შარდენზე, აბანოთუბანში, ევროპისა და გორგასლის მოედნებზე.
მიმდინარე წელა „თბილისობის“ აღნიშვნა დედაქალაქის მიერ მოწყობილი კონკურსის „ჩემი თბილისობა“-ს გამარჯვებული კონცეფციით ტარდება.