თურქეთში ბიზნეს-ფორუმი „სტამბოლი-ბათუმი“ მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Sergey Subbotin / გადასვლა მედიაბანკშისტამბოლი
სტამბოლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმის „სტამბოლი-ბათუმი“ მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლმა, სპეციალური პრეზენტაციის სახით, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, საპრივატიზაციო ობიექტებზე და ზოგადად საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე ინფორმაცია მიაწოდა.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. პარასკევს, 16 ოქტომბერს სტამბოლში საინვესტიციო ფორუმი „სტამბოლი-ბათუმი“ გაიხსნა. ფორუმი "სტამბოლი-ბათუმი" სტამბოლის სავაჭრო პალატის, საქართველოს საკონსულოს თურქეთის რესპუბლიკაში,საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერითა და თანაორაგანიზატორობით იმართება, იტყობინება აჭარის ფინანსთა სამინისტრო. 

 სტამბოლში მიმდინარე ფორუმში მოანწილეობას აჭარაში სხვადასხვა სექტორში კერძოდ, მშენებლობის, ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენლები იღებენ. ისინი უცხოელ პარტნიორებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ფორუმის „სტამბოლი-ბათუმი“ მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლმა, სპეციალური პრეზენტაციის სახით, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, საპრივატიზაციო ობიექტებზე და ზოგადად საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე ინფორმაცია მიაწოდა.

პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება, რაც ქართულ და თურქულ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს.


ყველა ახალი ამბავი
0