თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა აპოზიციის მიერ მომზადებული პარლამენტის განცხადების პროექტი მედიაზე ზეწოლის შესახებ და 16 ოქტომბერს მისი მიღება ჩავარდა.
პარასკევს დეპუტატები განიხილავდნენ განცხადების პროექტს „მედიაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით“, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ - „ერთიანი ნაციონალური მოზრაობის“ დეპუტატებმა მოამზადეს. განცხადების პროექტში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს „რუსთავი 2-ზე“ და სხვა მედია საშუალებებზე.
საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელიც „ქართული ოცნების“ სახითაა წარმოდგენილი, არ დაუჭირა მხარი განცხადების პროექტს. შედეგად, 148 დეპუტატიდან მხოლოდ 28 დეპუტატმა მისცა ხმა განცხადების მიღებას, 32 კი წინააღმდეგი წავიდა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები არ დაეთანხმნენ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ ტექსტს, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევს სიტყვის თავისუფლებას და ამით სერიოზულ საფრთხეს უქმნის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებას.