თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქი 17-18 ოქტომბერს თბილისობას აღნიშნავს, — იუწყება მერიის პრესსამსახური.
დღესასწაული გაჯერებული იქნება თემატური კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ელოდებათ კულტურული და კულინარული ფესტივალები, კონცერტები, სპორტული ტურნირები და საბავშვო პროგრამები.
წელს თბილისობა 36-ედ აღინიშნება. პირველად ეს რესასწაული 1979 წელს იზეიმეს.
სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ ქართული ღვინოები, თაფლი, ხილი, შეიძინონ ხალხური რეწვის ნიმუშები და ქართველი ავტორების მხატვრული ნაწარმოებები.
სადღესასწაულო ღონისძიებები ტრადიციულად თბილისის ცენტრში გაიმართება: რიყის პარკში, აბანოთუბანსა და შარდენის ქუჩაზე. მოქალაქეებს შეეძლებათ იხილონ ფოლკლორული დადგმები, მოუსმინონ ეთნოჯაზსა და ეროვნულ მუსიკალურ ანსამბლებს და ა.შ.
ვარდების ბაღში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ Gift-ის გახსნის ცერემონია გაიმართება.
თბილისობის ფარგლებში 16 ოქტომბერს გაიმართება გარემოს დაცვის სტრატეგიის პრეზენტაცია და „საპატიო თბილისელის“ დაჯილდოება.
ღონისძიება გორგასლის მოედანზე გალა-კონცერტით „სიმღერები თბილისზე“ დასრულდება.
წელს თბილისობის პროგრამა კონკურსის — „ჩემი თბილისობის“ გამარჯვებულთა კონცეფციის საფუძველზე შედგა.