მარგველაშვილმა ამერიკის დელეგაციას GES-ის საქართველოში გამართვა შესთავაზა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
GES წარმოადგენს მსოფლიო პლატფორმას, მეწარმეთა შესაძლებლობების გაფართოებისათვის 21-ე საუკუნეში წარმატებული კონკურენციისათვის.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე,  ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს ბრიუს ენდრიუსს (Bruce Andrews), საქართველოში გლობალური მეწარმეობის სამიტის გამართვა შესთავაზა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.

 ბრიუს ენდრიუსი დელეგაციასთან ერთად თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობს. 

 შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

 საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისა და  გაღრმავების პერსპექტივას. ხაზგასმით აღინიშნა იმ უპირატესობის შესახებ, რომელსაც საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (FTA)  ინიციატივა გულისხმობს.

 „საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს „გლობალური მეწარმეობის სამიტის (Global Enterpreneurship Summit, GES) საქართველოში ჩატარების განხილვა შესთავაზა. საუბარი ასევე შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც დღეს საქართველო ინვესტიციების მოზიდვისა და  ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით ქმნის“, — ნათქვამია უწყების შეტყობინებაში. 

 GES წარმოადგენს მსოფლიო პლატფორმას მეწარმეთა შესაძლებლობების გაფართოებისათვის 21-ე საუკუნეში წარმატებული კონკურენციისათვის. 

 პირველი სამიტი ვაშინგტონში 2010 წელს შედგა და მას შემდეგ ყოველწლიური არენა გახდა ბიზნესისა და მეწარმეობის მსოფლიო ლიდერთათვის. გლობალური მეწარმეობის სამიტი მანამდე გაიმართა თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, მალაიზიაში, მაროკოსა და კენიაში. 

 

ყველა ახალი ამბავი
0