თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik.სირიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში რუსეთის ჩართვა „ისლამურ სახელმწიფოს“ საქართველოს ტერიტორიაზე ბოევიკების დასაქირავებლად მეტ მოტივაციას შეუქმნის, მიაჩნია პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძე.
„ამ ტერორისტულ ორგანიზაციას მეტი მოტივაცია ექნება დაიქირავოს ბოევიკები საქართველოს ტერიტორიაზე. კერძოდ პანკისის ხეობაში, ქვემო ქართლში და ზემო აჭარაში, რასაც ადგილი ადრეც ჰქონია. ვიცით რომ პანკისელები მონაწილეობდნენ საბრძოლო ოპრეაციებში სირიის ტერიტორიაზე და აამიტომაც შესაძლებელია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგები საქართველოს მოქალაქეებით უფრო მეტად შეივსოს“–განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ამ მიზნის მისაღწევად „ისლამური სახელმწიფო“ არც პროპაგანდას დაიშურებს და ადამიანების დასაქირავებლად ტერორისტულ ქსელებსაც აამოქმედებს.
ზუსტად რამდენი მეომარი იბრძვის ამჟამად საქართველოდან ამ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში ცნობილი არ არის.
პოლიტოლოგის აზრით, კიდევ ერთი პორობლემა, რომელიც რუსეთის მიერ სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყებამ შეიძება გამოიწვიოს, ის არის, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმოამდგენლები ჩრდილოეთ კავკასიაში, მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან მჭიდრო კავშირების დამყარებას შეეცდებიან.
„ბუნებრივია ისინი შეეცდებიან საქართველოს გავლით ჩრდილოეთ კავკასიიდან სირიის ტერიტორიაზე გადაადგილებას და იარაღის გადატანასაც კი“ – ვარაუდობს ნიკა ჩიტაძე.
"ისლამურმა სახელმწიფომ" რუსეთსა და აშშ-ს "ჯიჰადი" გამოუცხადა. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პრესმდივანმა აბუ მუჰამად ალ-ადნანიმ გაავრცელა მიმართვა, სადაც მუსლიმებს მოუწოდებს რუსი და ამერიკელი "ჯვაროსნების" წინააღმდეგ წმინდა ომი დაიწყონ.
აუდიომიმართვაში ალ-ბაღდადის პრესმდივანმა ასევე დადასტურა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის პირველი მოადგილე აჰმად ალ-ჰაიალი, ამერიკული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა.
ალ-ადნანის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სირიაში ალ-ქაიდას ფილიალის — "ალ-ნუსრას ფრონტის" ლიდერმა აბუ მუჰამად ალ-ჯულანიმ კავკასიელ "ბოევიკებს" მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყონ და თავდასხმები როგორც რუს სამხედროებზე, ისე სამოქალაქო პირებზე განახორციელონ.