ექსპერტი: „ჰესები ენერგობაზრის მოთხოვნის შესაბამისად უნდა შენდებოდეს“

© photo: Sputnik / Besik Pipiaენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტი საქართველოში არც დიდი ჰესების მშენებლობის მომხრეა, რადგან მთელს მსოფლიოში ითვლება, რომ 10–15 მეტრზე მაღალი კაშხლის მშენებლობას ბუნებისთვის ზიანი მოაქვს.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ახალი ჰესების მშენებლობა ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე უნდა ხდებოდეს, მიაჩნია ეკონომისტ სოსო სიმონიშვილს.

„ჯერ ჩნდება მოთხოვნა და შემდეგ ამ მოთხოვნას ეკონომიკა ახალი სიმძლავრეების შექმნით პასუხობს. როდესაც ბაზარს სჭირდება მეტი ენერგია, მაშინ ის ძვირდება ეს კი ბიზნესისთვის ახალი ელექტროსადგურების დაფინანსების სტიმულს ქმნის. ჩვენ არ ველოდებით მოთხოვნას და ვცდილობთ, გენერაცია ჰესებით გავზარდოთ“, –განაცხადა სოსო სიმონიშვილმა.

 ექსპერტი საქართველოში არც დიდი ჰესების მშენებლობის მომხრეა, რადგან მთელს მსოფლიოში ითვლება, რომ 10–15 მეტრზე მაღალი კაშხლის მშენებლობას ბუნებისთვის ზიანი მოაქვს.

 „ჩვენ, ძირითადად, ისეთ ჰესებს ვაშენებთ, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია“,–აღნიშნა სოსო სიმონიშვილმა 

 "მაგალითად, იგივე გერმანია თითქმის უკვე ამთავრებს ყველა ატომური ელექტროსადგურის დახურვას, ასევე ხურავს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებსაც და გადადის სუფთა ენერგიის წყაროებზე, როგორიც არის მზე, ქარი, გეოთერმული წყაროები და ბიოგაზი, რადგან ენერგეტიკის მომავალი სწორედ მწვანე ენერგიაშია“,–აღნიშნა სოსო სიმონიშვილმა.

 საქართველოს ენერგეტიკოს მინისტრის,  კახი კალაძის განცხადებით,  ბოლო სამი წლის მანძილზე ენერგეტიკის სექტორში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, 500 მილიონი დოლარია ჩადებული. 

 „ენერგეტიკაზე მოდის  2013-2015 წლებში ქვეყანაში შემოსული უცხოური ინცესტიციების საერთო მოცულობის მეორე ყველაზე დიდი წილი  - 15%",  — განაცხადა მინისტრმა. 2013-2015 წლებში გაფორმდა 60 ურთიერთგაგების მემორანდუმი 88 პროექტის განხორციელების მიზნით, რის შედეგადაც,  2.4 მილიარდი აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება და ქვეყანა 1,600 მგვტ-მდე დამატებით დადგმულ სიმძლავრეს მიიღებს. ექსპლუატაციაში შევიდა 10 ჰესი (157 მგვტ.), ინვესტიცია — 264.4 მლნ. აშშ დოლარი.

  „2015 წლის ბოლომდე კიდევ დებედა და დარიალი ჰესების ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება. ჯამში, მათი დადგმული სიმძლავრე 110 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური საინვესტიციო თანხა 110 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს“, — თქვა მინისტრმა.

თბოელექტროსადგური გარდაბანში - Sputnik საქართველო
სამი წლის მანძილზე საქართველოს ენერგეტიკის სფეროში 500 მილიონი დოლარია ჩადებული

 2015 წელს დაიწყო უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტების: ნენსკრა ჰესის (1მლრდ 200 მლნ დოლარი), ხუდონ ჰესის (1მლრდ 500 მლნ დოლარი) და ცხენისწყლის ჰესების კასკადის (723 მლნ დოლარი) განხორციელება.

 2015 წელს ექსპლუატაციაში შევიდა გარდაბანში 230 მგვტ. სიმძლავრის თბოსადგური. „ნავთობისა და გაზის სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა  216 მლნ. აშშ დოლარი“, — აღნიშნა კალაძემ.

 ენერგეტიკის მინისტრის თქმით, 70-იანი წლების შემდეგ საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არ განხორცხიელებულა ასეთი მასშტაბური პროექტები, როგორც ბოლო სამი წლის მანძილზე. 

 

ყველა ახალი ამბავი
0