ტათევი სომხეთში: მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფუნიკულიორი 5 წლისაა

© IDEA Foundationსაბაგირო გზა
საბაგირო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფუნიკულიორის სიგრძე – 5752 მეტრია. ფუნიკულიორით მონასტრამდე მისვლას 12 წუთი სჭირდება. მანამდე კი ამ გზის გავლას 40 წუთი სჭირდებოდა.

თბილისი, 15 ოქტომბერი –  Sputnik. მსოფლიოში ყველაზე დიდმა ფუნიკულიორმა, ხუთწლიანი ექსპლუატაციის განმავლობაში, მრავალი ადამიანის, მათ შორის, ცნობადი სახეების ინტერესი გამოიწვია. ფუნიკულიორი ერთმანეთთან აკავშირებს სოფელ ალიძოსა და მე–9 საუკუნის ტათევის სამონასტრო კომპლექსს, იუწყება „სპუტნიკ არმენია“.

ფუნიკულიორის სიგრძე – 5752 მეტრია. ფუნიკულიორით მონასტრამდე მისვლას 12 წუთი სჭირდება. მანამდე კი ამ გზის გავლას 40 წუთი სჭირდებოდა.

ერთ–ერთი, ვინც ტათევი მოინახულა, მსოფლიო ჩემპიონი მანგუს კარლსენია, რომელმაც ალიძოს სადგურიდან სხვა ტურისტებთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფუნიკულიორით იმგზავრა.

„ბევრი რამ არ ვიცოდი სომხეთზე, ვიცოდი მხოლოდ სად მდებარეობდა იგი, მისი დედაქალაქის დასახელება და შახმატის ისტორია. სომხეთი ნორვეგიას ჰგავს, ბუნება, მთები ძალზე ახლობელი და ჩემთვის ცნობილი სტიქიაა“, – აღნიშნა კარლსენმა.

ფუნიკულიორი გინესის რეკორდების წიგნშია შესული, რაც ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

ხუთი წლის გგანმავლობაში, რაც ფუნიკულიორი ექსპლუატაციაში შევიდა, 300–ზე მეტი მგზავრმა ისარგებლა მისით, ანუ სოფელში ცასული ტურისტების 80%–ზე მეტი სამონასტრო კომპლექსამდე გადასაადგილებლად ფუნიკულიორს იყენებს.


 

 

ყველა ახალი ამბავი
0