ნაზარბაევმა და პუტინმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირი და ტერორიზმთან ბრძოლა განიხილეს

გამოწერა

ასტანაში ხუთშაბათს, რუსეთის ლიდერის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტების — ნუსულთან ნაზარბაევისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები გაიმართა.

როგორც მათ განაცხადეს, მოლაპარაკებების ძირითადი მიზანი გახლდათ უმსხვილესი სავაჭრო პარნიორებისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრების ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესება, თუმცა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლისა და ცენტრალური აზიის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემა არ შეიძლებოდა არ განხილულიყო მოლაპარაკებათა ეკონომიკური ბლოკის კვალდაკვალ, იუწყება "ახალი ამბები — ყაზახეთი".

ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქონელბრუნვის მოცულობის შემცირება გახლავთ რუსეთისა და ყაზახეთის ძირითად საექსპორტო პოზიციებზე დაბალი ფასების შედეგი, რომელიც შემდგომში აუცილებლად აღდგება, მითუმეტეს, რომ ორი ქვეყანას "სახელოში დამალული აქვს" ინფრასტრუქტურული შემადგენელი, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს და რომელიც საშუალებას იძლევა ძალიან მალე აღადგინონ ხელიდან გაშვებული.

"რუსეთი ტრადიციულად გახლავთ ყაზახეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. საშუალო წლიური ურთიერთსავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 21 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბუნებრივია, არსებულ პირობებში ფასების ვარდნის გამო საქონელბრუნვა მცირდება, რაც ჩემი აზრით, ახსნადია. მოვა დრო და იგი აღდგება", — განაცხადა ნაზარბაევმა.

მისი სიტყვებით იმავდროულად მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო "საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს", რომელთა შორის მთავარი იყო "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით ხაზი გაუსვა, რომ ამ დაჯგუფების გავლენის შემდგომი გავრცელება მთელი მსოფლიოსა და რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება. მან წამოაყენა წინადადება, შეიქმნას ფორუმი "ისლამი ტერორიზმის წინააღმდეგ".

ამ იდეას მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ხაზი გაუსვა, რომ ის განსაკუთრებით აქტუალურია იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ისლამს აღიარებს. შემდეგ კი დაამატა, რომ არ ესმის, როგორ შეუძლიათ ამერიკელ პარტნიორებს გააკრიტიკონ რუსეთის სირიაში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ამასთან უარი თქვან ამ ქვეყანაში პოლიტიკური დარეგულირების თემაზე პირდაპირ დიალოგზე.

"ვფიქრობ, რომ ეს პოზიცია არაკონსტრუქციულია. ამ შემთხვევაში ამერიკული პოზიციის სისუსტის საფუძველი, როგორც ჩანს, ამ საკითხებში დღის წესრიგის არარსებობაა. როგორც ჩანს, სალაპარაკო არაფერია. მიუხედავად ამისა, ჩვენ კარს ღიას ვტოვებთ და ამ რთული პროცესის ყველა მონაწილესთან კონსტრუქციული დიალოგის იმედს ვიტოვებთ, მათ შორის ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან", — ხაზი გაუსვა პუტინმა.

ყველა ახალი ამბავი
0