საქართველო და ბულგარეთი საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ

© police.ge/საქართველოს და ბულგარეთის შს მინისტრები
საქართველოს და ბულგარეთის შს მინისტრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრის კონკრეტული მიზანი საქართველოსა და ბულგარეთს შორის საგანგებო სიტუაციათა პრევენციისა და მართვის სფეროში თანამშრომლობის გაღმავებაზე ხელშეკრულების გაფორმებაა.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და ბულგარეთს შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობაზე ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, — იუწყება საქართველოს შსს-ს პრესსამსახური 15 ოქტომბერს. 

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რუმიანა ბაჩვაროვამ (Rumiana Bachvarova).

დოკუმენტი თანამშრომლობისთვის აუცილებელ სამართლებრივ ნორმებს აყალიბებს. 

„შეხვედრის კონკრეტული მიზანი საქართველოსა და ბულგარეთს შორის საგანგებო სიტუაციათა პრევენციისა და მართვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ხელშეკრულების გაფორმებაა“, — განაცხადა ბაჩვაროვამ. 

გიორგი მღებრიშვილი სტუმარს სამინისტროს საქმიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღნდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს, რაც ერთობლივი სამუშაო ჯგუფების, გამოცდილების გაზიარებისა და შესაძლებლობების გაზრდის გზით განხორციელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0