გაერთიანებული საამიროების შეიხი: „აბრეშუმის გზა“ საქართველოს მთლიანად გარდაქმნის

© facebook.com/GaribashviliOfficialარაბი შეიხი და ირაკლი ღარიბაშვილი
არაბი შეიხი და ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ჩატარების ინიციატივით საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2014 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ღონისძიება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობისთვის ახალი იდეების მოძიებას მიეძღვნება. მისი ამოცანაა „დისკუსიიდან საქმეზე გადასვლა“.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. „აბრეშუმის გზა“ საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს, განაცხადა ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხმა ნაჰაიან მუბარაქ ალ –ნაჰაიანმა (Nahyan bin Mubarak Al Nahyan), იუწყება მთავრობის პრეს–სამსახური.

შეიხი, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრია, „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობს, რომელიც დღეს თბილისში გაიხსნა.

„ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია მთლიანად გარდაქმნის რეგიონს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წინსვლას. აბრეშუმის გზა შექმნის ბევრ შესაძლებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს. საქართველოს აქვს კარგი მდებარეობა, რაც ხელს შეუწყობს შეასრულოს ეს როლი,“–აღნიშნა შეიხმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

უცხოელმა სტუმარმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობები უფრო გაღრმავდება.

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ჩატარების ინიციატივით საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2014 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ღონისძიება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობისთვის ახალი იდეების მოძიებას მიეძღვნება. მისი ამოცანაა „დისკუსიიდან საქმეზე გადასვლა“. 

ფორუმი 16 ოქტომბერს დასრულდება. მასში 30 ქვეყნის 1000–ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელი პირები და 300–მდე მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები.

ღონისძიება წელს პირველად იმართება, მაგრამ მომავალში მისი ყოველწლიურად ჩატარება იგეგმება.

 


ყველა ახალი ამბავი
0