როსავიაცია: არ არსებობს ზუსტი მონაცემები რეის MH17-ის კატასტროფასთან დაკავშირებით

© photo: Sputnik / Владимир Трефилов / გადასვლა მედიაბანკშისაჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს დირექტორის მოადგილე ოლეგ სტორჩევოი
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს დირექტორის მოადგილე ოლეგ სტორჩევოი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როსავიაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ოლეგ სტორჩევოიმ განაცხადა, რომ რუსეთი განაგრძობს გამოძიებას უკრაინის აღმოსავლეთით მალაიზიური Boeing-ის კატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. არ არსებობს იმ რაკეტის ტიპის დამადასტურებელი ერთმნიშვნელოვანი მონაცემები, რომელმაც უკრაინის აღმოსავლეთში მალაიზიური Boeing-ის ჩამოგდება გამოიწვია. გამოძიება კვლავ გრძელდება, განაცხადა როსავიაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ოლეგ სტორჩევოიმ საერთაშორისო საინფორომაციო სააგენტო "Россия сегодня"-ში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. 

 „მინდა ხაზი გავუსვა, დღეისათვის, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საჰაერო ხომალდის შესაძლო დაზიანების მიზეზების კვლევას და არ გვაქვს ერთმნიშვნელოვანი ფაქტორები რომ ეს მოხდა „Бук"-ის ტიპის რაკეტით. შესაძლოა, ჩვენ რომ გვქონოდა შესაძლებლობა დამაზიანებელი ელემენტების უფრო დეტალური ანალიზი ჩაგვეტარებინა, დღეს გარკვეული მონაცემები გვექნებოდა, რომლითაც შევძლებდით რაკეტის ტიპი გაგვერკვია. ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ჰოლანდიური მხარის ვერსიას ვისმენთ“, — თქვა სტორჩევოიმ. 

 Malaysia Airlines-ის სამგზავრო Boeing-777, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში რეის MH17-ით მიფრინავდა, გასული წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქში ჩამოვარდა. დაიღუპა ყველა ბორტზე მყოფი მგზავირ — 298 ადამიანი. მათ შორის 193 ნიდერლანდების მოქალაქე იყო. 

 თქვენ ვერსად მოისმენთ საბოლოო ვერსიას იმაზე, რომ სწორედ რაკეტა "Бук"-მა გამოიწვია ლაინერის დაზიანება. ჩვენ გავაკეთეთ კვლევები და გათვლები, სწორედ იმ პოზიციიდან გამომდინარე, რადგან წლის დასაწყისში, ჩვენ განგვიცხადეს, რომ საჰაერო ხომალდი რაკეტა "Бук"-ის მიერ იყო დაზიანებული. სწორედ ამიტომ ვაკეთებდით ამ კვლევებს“, — თქვა სტორჩევოიმ. 

 მანამდე ნიდერლანდების უშიშროების საბჭომ ავიაკატასტროფის გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ავიალაინერის ჩამოვარდნა 9N314M-ტიპის სამხედრო ჭურვმა გამოიწვია, რომელიც 9М38 სერიის რაკეტაზე იყო დაყენებული. ამასთან კომენტარებში რუსულ შენიშვნებთან დაკავშირებით, დაზუსტებულია, რომ საუბარია როგორც რაკეტაზე 9М38, რომელიც ფიგურირებს სისტემა „Бук" —ის მწარმოებელ კონცერნ "Алмаз-Антей"-ის დასკვნაში, MH17-ის კატასტროფაზე, ასევე უფრო გვიანი მოდიფიკაციის 9М38М1 —ზე. 

 მანამდე, სამშაბათს, კონცერნ "Алмаз-Антей"-ის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თავისი მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ Boeing ჩამოაგდეს თვითმფრინავის კატასტროფის მომენტისათვის კიევის მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტა 9M38-ით. კონცერნმა აღნიშნა, რომ ნამსხვრევების დაზიანების ხარისხი არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ლაინერს რაიმე სხვა ტიპის რაკეტა მოხვდა. რაკეტა 9M38 არ არის რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების შეიარაღებაში. 

 


ყველა ახალი ამბავი
0