თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. Boeing-ის მოხსენების პუბლიკაციასთან დაკავშირებით, რუსეთი ინფორმაციულ აგრესიას შეეჯახა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„სამწუხაროდ კვლავ მიხდება იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ ჩვენ ინფორმაციული აგრესიის მორიგ სტადიაში ვიმყოფებით (რუსეთთან დაკავშირებით)“, — განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.
საგარეო უწყების წარმომადგენელმა კომენტარი გაუკეთა ტელეარხ „ევრონიუსის“ სიუჟეტს ნიდერლანდების უშიშროების საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაზე ავიარეის MH17-ის კატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით. „ყველა მხარის პოზიცია იყო წარმოდგენილი (სიუჟეტში) — ბუნებრივია რუსეთის ფედერაციის პოზიციის გარდა“, — ხაზი გაუსვა ზახაროვამ.
„რით ხელმძღვანელობდა არხის რედაქცია ჩვენთვის გაურკვეველია. სერიოზული მედია საშუალება ასეთი მწვავე თემის მომზადებისას ყოველთვის უნდა წარმოაჩენდეს ყველა მხარის პოზიციას“, — განაცხადა რუსეთის ფედერაცისს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.