თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ბაჰრეინში საპროტესტო აქციის მონაწილეებს 2743 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, განაცხადა ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ოპოზიციური პარტია „ალ-ვიფაკის“ ხელმძღვანელმა ხადი ალ-მუსავიმ.
„სასამართლომ მოვლენებთან დაკავშირებულ (ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები) 340 მსჯავრდებულს 2743 წელი მიუსაჯა“, — თქვა ალ-მუსავიმ.
მისი თქმით, ხელისუფლება 2014 წლის ბოლოდან უკრძალავს ოპოზიციას ნებისმიერი მშვიდობიანი აქციის გამართვას.
გასული წლის ბოლოს პარტია „ალ-ვიფაკმა“ და სხვა ოპოზიციურმა მოძრაობებმა მასობრივი დემონსტრაციები მოაწყვეს, რომლის მონაწილეები სამეფოში დემოკრატიული გარდაქმნების მოწყობას ითხოვდნენ. პოლიციამ დაშალა ეს დემონსტრაცია ხოლო „ალ-ვიფაკის“ ლიდერი დაპატიმრებულ იქნა და 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.