პატრიარქი: სვეტიცხოვლობა მთელი ერის დღესასწაულია

გამოწერა
საქართველოში 14 ოქტომბერს დიდი რელიგიურ დღესასწაულს მცხეთობა-სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სვეტიცხოვლობა არა მარტო საეკლესიო, არამედ მთელი ერის დღესასწაულია, თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მცხეთობა- სვეტისცხოვლობასთან დაკავშირებული სადღესასწაულო ლიტურგიის დროს. 

 საქართველოში 14 ოქტომბერს დიდი რელიგიურ დღესასწაულს მცხეთობა-სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ. 

 „გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს, დღეს მთელი ერის დღესასწაულია. დღევანდელი დღე დღესასწაულია არა მარტო ეკლესიისათვის, არამედ ეროვნული დღესასწაულიცაა“, — თქვა ილია მეორემ. 

მცხეთა - Sputnik საქართველო
საქართველოში სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ

 პატრიარქის თქმით საქართველო ყოველთვის სიკეთის გზაზე იდგება და მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა გამთლიანდება.  

 „საქართველო მუდამ იდგება სიკეთის და სიწმინდის გზაზე. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გააძლიეროთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, სიმშვიდე და ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო, მალე დაგვიბრუნდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო. უფალი ბძანებს: ითხოვდეთ და მოგეცეთ, თქვენ ეძიებდით და ჰპოვოთ. დღევანდელ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გამთლიანდეს საქართველო და გაიხაროს ქართველმა ხალხმა და არა მარტო ქართველმა ხალხმა, ყველამ ვინც ცხოვრობს საქართველოში. 

 მინდა დღევანდელი დღესასწული მივულოცო ყველას, აფხაზებს, რუსებს, სხვა ერების წარმომადგენლებს ოსებს, ბერძნებს, წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და სიყვარული ღვთისა სუფევდეს თქვენზე, საქართველოზე და მთელ მსოფლიოზე", — აღნიშნა პატრიარქმა. 


ყველა ახალი ამბავი
0