თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის ღიაა, როდესაც მოსკოვის პარტნიორები სანქციების ენაზე ტყვიან უარს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას.
რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გაუარესდა. 2014 წლის ივლისში ევროკავშირმა და აშშ-მა ცალკეული ფიზიკური პირებისა და კომპანიების მიმართ წერტილოვანი სანქციები რუსეთის ეკონომიკის მთელი სექტორების მიმართ სანქციებით შეცვალეს. ამის საპასუხოდ რუსეთმა სასურსათო საქონლის იმპორტი შეზღუდა იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც მის მიმართ სანქციები დააწესეს. მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირმა სანქციების მოქმედების ვადა 2016 წლის იანვრამდე გაზარდა, რუსეთის ხელისუფლებამ კი სასურსათ ემბარგოს ვადა ერთი წლით გაზარდა.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ სრულიად გახსნილი ვრჩებით სრულფორმატიანი ურთიერთქმედებების განახლებისთვის ევროკავშირთანაც და შეერთებულ შტატებთანაც, როდესაც, ბუნებრივია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამჟამინდელი პოზიციიდან უკან დაიხევენ, რაც უპერსპექტივო ულტიმატუმების ენასა და არალეგიტიმურ სანქციებს ეფუძნება“, — განაცხადა ლავროვმა.