სირიის არმიამ ხამას პროვინციაში ქალაქი თელ–სკეკი ოპოზიციური ჯარების განდევნის შედეგად კვლავ დაიკავა. იხილეთ ვიდეო, თუ რა ამოიღო სამთავრობო არმიამ ოპოზიციური შეიარაღებისგან.
სამშაბათს ხამაში სირიის სამთავრობო არმიამ ოპოზიციის შეიარაღებული მებრძოლებისგან აირწინაღები, წამლები და ფორმა ამოიღო. რუსული საჰაერო–კოსმოსური ძალების ავიაშეტევებისა და ლიბანის მილიციის საშუალებით ბაშარ ასადის ძალებმა გასულ კვირაში ქვეყნის ცენტრსა და ჩრდილოეტ ნაწილში ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ შეტევა განახორციელეს.
რუსეთმა 30 სექტემბრიდან, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნით, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე წერტილოვანი ავიადარტყმები დაიწყო. ამ დროისათვის საჰაერო–კოსმოსურმა ძალებმა 450–ე მეტი შეტევა გაანხორციელეს, გაანადგურეს დაახლოებით 300 ბოევიკი, საწვრთნელი ბანაკები, მართვის პუნქტები, საბრძოლო ამუნიციის საწყობები და სხვადასხვა ობიექტები.
რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბმა განაცხადა, რომ "ისის–ის" ბოევიკებს დიდი დანაკარგი აქვთ და ცვლიან ტაქტიკას, ანაწილებენ ძალებს და თავს დასახლებულ პუნქტებს აფარებენ. სირიის არმიასთან შეტაკებისას მათ შეიარაღებისა და ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგეს. "ისის–ში" შემავალი დაჯგუფებები უკვე მზად არიან საბრძოლო ქმედებების ზონის დასატოვებლად.