იერუსალიმში შეიარაღებულმა პალესტინელებმა ავტობუსს შეუტიეს. კადრები შემთხვევის ადგილიდან

გამოწერა

ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა სამშაბათს იერუსალიმში დანებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ორი პალესტინელის ავტობუსზე თავდასხმის შედეგად. იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.

ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ ავტობუსზე თავდასხმის გარდა, ქალაქში პრაქტიკულად ერთდროულად მოხდა ორი ტერაქტი: წინასწას განზრახული თავდასხმა ქვეითებზე და სროლა.

"წინასწარი მონაცემებით, ქალაქში 3 თითქმის ერთდროული ტერაქტი მოხდა – თავდასხმა ქვეითებზე, სროლა და თავდასხმა ავტობუსზე. არიან დაზარალებულები, ზოგიერთი კრიტიკულ მდგომარეობაში", – "რია ნოვოსტის" განუცხადა პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხეილ ზინგერმანმა.

იერუსალიმში თავდასხმას მოჰყვა პალესტინელებს ყოველდღიური და ერთმანეთის მსგავსი შეტევები, რომლებსაც ისრაელის ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაია მიანიჭა. ადგილობრივი ძალოვნები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელები მოქმედებენ სპონტანურად და მარტო, პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფებებთან რადიოკავშირის გარეშე. თვის დასაწყისიდან კონფლიქტის ზრდას ოთხი ებრაელი და 20–ზე მეტი პალესტინელი შეეწირა.

ყველა ახალი ამბავი
0