სურსათის ეროვნულ სააგენტოს ყველა ოპერატორის შესამოწმებლად 20 წელი დასჭირდება

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშისურსათი
სურსათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"მსოფლიო სურსათის დღე“ ყოველწლიურად აღინიშნება გაეროს წევრი ქვეყნების მიერ და ეხმაურება მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების. წლევნდელი ღონისძიება ასევე მიეძღვნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დაარსების 70 წლის და საქართველოში აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლობის ფუნქციონირების 20 წლის იუბილეს.

თბილისი. 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ამჟამად 100 000–ზე მეტი სურსათის ოპერატორია დარეგისტრირებული, სოფლის მეურნეობის სამინსიტროს სურსათის ეროვნული სააგენტო კი წელიწადში მხოლოდ 5 000–ის შემოწმებას ასწრებს,- განაცხადა „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ „მომხმარებელი-ჯი“ პროგრამის ხელმძღვანელმა  ლია თოდუამ

 „სურსათის ეროვნულ სააგენტოს 20 წელი სჭირდება, რომ ყველა ოპერატორს  მიაკითხოს. უწყებაში ცდილობენ,  მაქსიმალურად მოიცვან სკოლები და ბაღები, მაგრამ  ყველა რესტორნისა და კაფეს  შემოწმებას ვერ ახერხებენ, მაღაზიებზე და დისტრიბუტორებზე რომ არაფერი ვთქვათ. აქედან გამომდინარე, ძალიან შორს ვართ  სურსეთის უვნებლობაზე კონტროლის ადეკვატურობაზე საუბრისგან“,–აღნიშნა ლია თოდუამ. 

 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი  ვერც იმას მიესალმება, რომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2020 წლამდე გლეხური მეურნეობები მთლიანად გათავისუფლებულია ყველანაირი ვალდებულებისგან.  და  ეს — იმ პირობებში, როდესაც ბაზარზე გამოტანილი ყველის 90% მათ მიერ არის ნაწარმოები. 

  „რა თქმა უნდა, ვერავინ იტყვის, რომ ეს ყველი უვნებელია, მაგრამ სხვა გზა არ არის, რადგან ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა ამ მიმართულებით კონტროლის გამკაცრებას ვერ გადაიტანს“, –განაცხადა ლია თოდუამ.

 მისივე თქმით, თუ საქართველო ევროკავშირის კანონმდებლობაზე გადასვლას გეგმავს, აუციელებელია,  ყველა სურსეთის  ოპერატორს, გარდა გლეხებისა, ჰქონდეს ე.წ „ჰასპის სისტემა“დანერგილი. რაც იმას ნიშნავს, რომ მეწარმეს გაანალიზებული უნდა ჰქონდეს, მის საწარმოში კონკრეტულად სად შეიძლება დაბინძურდეს სურსათი, და პრევენციის მიზნით, სათანადო ზომებიც ჰქონდეს  მიღებული.  

 „ჩვენთან ეს ნორმა ჯერ–ჯერობით არ არის შემოღებული და,  შესაბამისად, კანონმდებლობა ჯერ–ჯერობით ვერ პასუხობს გამოწვევებს“, — ამბობს ლია თოდუა.

 მისი აზრით, ძნელია თქმა, რომ სურსათის უვნებლობა დაცულია, თუმცა, კარგია, რომ არსებობს დინამიკა ამ მიმართულებით, რაც ადრე არ იყო.

 „ძალიან ბევრი ეტაპი აქვს საქართველოს გასავლელი იქამდე, როდესაც დარწმუბებყული ვიქნებით, რომ უვნებელია ის სურსათი, რომელიც იყიდება“, –განაცხადა ლია თოდუამ.

 13 ოქტომბერს,,,მსოფლიო სურსათის დღის“  ღონისძიებაზე,  ბოლო წლებში საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებაში შენატილი განსაკუთრებული წვლილისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან მჭიდრო  თანამშრომლობისათვის,  სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას საქართველოში FAO-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, მამუკა  მესხმა  FAO-ს მემორიალური მედალი  გადასცა. ასევე მედლებით დაჯილდოვდნენ ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ატაშე საქართველოში ხუან ეჩანოვე და ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორი გიუნტერ ციმერი. 

 ,,მსოფლიო სურსათის დღე“ ყოველწლიურად აღინიშნება გაეროს წევრი ქვეყნების მიერ და ეხმაურება მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების, სოფლად სიღარიბის დაძლევისა და სოფლის მოსახლეობის სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანეს მიზნებს, რომელთა მიღწევის ერთ-ერთი ძირითადი გზა სოფლის მეურნეობის განვითარებაა. წლევნდელი  ღონისძიება ასევე მიეძღვნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დაარსების 70 წლის და საქართველოში აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლობის ფუნქციონირების 20 წლის იუბილეს.  


ყველა ახალი ამბავი
0