ტაშკენტელმა „რომეომ“ შეყვარებულს „მილიონი ალისფერი ვარდი“ აჩუქა

© водители Ташкентаმილიონი ალისფერი ვარდი
მილიონი ალისფერი ვარდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჩუქრის ადგილზე მისატანად შეყვარებულ ვაჟს ევაკუატორის დაქირავებაც კი დასჭირდა.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ტაშკენტის მცხოვრებმა გადაწყვიტა საყვარელი ქალისათვის განსაკუთრებული თაიგულით მიერთმია. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ცნობილ ისტორიას მხატვრისა და  „მილიონი ალისფერი ვარდის“ შესახებ. საჩუქრის ადგილზე მისატანად შეყვარებულ ვაჟს ევაკუატორის დაქირავებაც კი მოუწია, იტყობინება  Sputnik უზბეკეთი.

გიგანტური თაიგულის ტრანსპორტირების ფოტო სოციალურ ქსელში „ტაშკენტის მძღოლების“ საზოგადოების აქტიურობის წყალობით გამოჩნდა. კომენტარებში აურაცხელი მოსაზრება გამოითქვა „შეყვარებული რომეოს“ მისამართით: ზოგი უწონებდა  განსაკუთრებულ თაიგულს,  ზოგმა კი უაზრობად და ფულის ფლანგვად მიიჩნია ასეთი „მალფუჭებადი“ საჩუქარი. 

საზოგადოების ზოგიერთი წევრის მონაცემებით, ამ თაიგულის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი  სუმა  - 2 ათასი აშშ დოლარამდე იქნებოდა. 


ყველა ახალი ამბავი
0