თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და მსოფლიო სავალუტო ფონდის შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე — მინ ჟუმ (Min Zhu), იტყობინება საქართველოს ფინანსური უწყება ორშაბათს, 12 ოქტომბერს.
შეხვედრა ლიმაში, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში შედგა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, მაკროეკონომიკურ ინდიკატორებს, 2015 და 2016 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებს.