თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი აეროპორტი იქნება

© courtesy of Tbilisi International Airportთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იწყება.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იწყება, — პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 ოქტომბერს TAV-ის პრეზიდენტ სანი შენერთან და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ურბან საქართველოს” შორის 2015 წლის 28 მაისს განახლებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება. სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების და ავიაციის უსაფრთხოების უმაღლესი ნორმების დაცვით შესრულდება და მას როგორც ადგილობრივი, ასევე — IATA Consulting-ის ექსპერტები ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდებიან. აეროდრომის რეაბილიტაცია 2016 წლის ივნისში დასრულდება.

„მნიშვნელოვანია, ჩვენი აეროპორტი გახდეს კიდევ უფრო საინტერესო სხვა ავიაკომპანიებისთვის. მგზავრთნაკადი წელს განსაკუთრებით გაზრდილია, ჩვენ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ. სექტემბრის მონაცემებით, მგზავრთნაკადი, გასულ წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ინტერესი ჩვენი აეროპორტის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და მომავალი წლის ივნისში, ჩვენს მოქალაქეებს და ტურისტებს ექნებათ კომფორტულად მგზავრობის საშუალება“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საერთაშორისო გადაზიდვების ასოცოაციის ექსპერტთა რეკომენდაციით, შესწავლილ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ასაფრენი ბილიკი და დადგინდა, რომ 30 მილიონ დოლარიანი ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა და საშუალება ექნება ყველაზე დიდი ზომის საჰაერო ხომალდებიც კი მიიღოს, იტყობინება ეკონომიკის სამინისტრო. 


ყველა ახალი ამბავი
0