"სანთლით საძებნი პროფესიონალი“, ანუ ამბავი შავი კატისა, რომელიც იქ არ არის...

© public domain,,ყველა ხალხს ისეთი მთავრობა ჰყავს, როგორსაც იმსახურებსო"....
,,ყველა ხალხს ისეთი მთავრობა ჰყავს, როგორსაც იმსახურებსო.... - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ყველა ხალხს ისეთი მთავრობა ჰყავს, როგორსაც იმსახურებსო"....

თამაზ ჩიქვანაია

  კარგად თუ ჩაუღრმავდები, აღმოაჩენ, რომ „ხელისუფლება“ ყველგან, ყოველთვის და მუდამ ძალიან ჰგავს ერთმანეთს. დღეს თქვენს ყურადღებას ერთ მსგავსებაზე გავამახვილებ. როგორც წესი, ის, ანუ ხელისუფალი, "დამსახურებულად“ რომ დაიკავებს ხოლმე რბილ (თბილ) ადგილს, საკუთარ ხალხთან საუბარს ლოზუნგებით იწყებს. ერთი ასეთი გავრცელებული სალოზუნგე ფრაზა გახლავთ: „სანთლით ვეძებთ პროფესიონალებს“.  

 როცა კარგად დავფიქრდი, დავასკვენი, რომ მართლა ეძებენ და კი პოულობენ კიდეც რაღაცას, მაგრამ უბედურება ისაა, რომ შავ კატას იმ ოთახში ეძებენ, სადაც ის… უბრალოდ არ არის…

 ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ არ დავწერე "ბნელ ოთახში“, რადგან, ერთი-ორი (თუნდაც ათი) ნაკითხი, ნიჭიერი, საქმის მცოდნე ნათესავ-მეგობარი ვერ აღმოაჩინონ. მაგრამ საქმეს რომ ერთი-ორი (თუნდაც ათი) არ ყოფნის, რა მათი,,ბრალია“? თან ვიღაც უცხო პროფესიონალის ნდობას (იქნებ სპეციალურად არის მოგზავნილი) არ ჯობია,,,აგერ, ჩვენი ვარდენის სიძე, დიპლომი არ აქვს, მარა, ახალგაზრდაა, ენერგიული, დრო აქვს (მაგის მეტი რა ექნება სამსახურში) და ისწავლის“…

 ამ მიდგომით, ბატონებო, სანთლით კი არა, პროჟექტორითაც ვერავის იპოვით. ასეთი ფრაზაც მოვისმინე (ზევიდან, რა თქმა უნდა),  რამდენი კარგი კადრი აღმოვაჩინეთ, ზოგი ახლა წარმატებული მინისტრიცააო… გეთანხმებით, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიბრალებთ და დაფნის გვირგვინების დაწნასაც ნუ დაიწყებთ, რადგან ეგ ხალხი და ის მინისტრიც, თქვენთვის იყო უცხო (ანუ  არ გენათესავებოდათ), თორემ ჩვენ, ჟურნალისტებმა, კარგადაც ვიცოდით და არცთუ მცირე წვლილი მიგვიძღვის, თქვენ რომ გაიცანით, იმ საქმეში… ასე რომ, კარგი იქნება თუ ხანდახან ჩვენც დაგვიგდებთ ყურს, მარტო თქვენი გენეოლოგიური შტოს იმედად ნუ დარჩებით; ხომ შეიძლება,თქვენ რომ ეძებთ ის კატა, აგერ, ჩემი მეზობელი კოსტას ოთახში კრუტუნებდეს…

 ზედმეტად კატეგორიული და დაუნახავი რომ არ გამოვჩნდე, ამასაც ვიტყვი, რომ ბევრ კარგ საქმესაც ვხედავ, წარმატებული და საქმის მკეთებელი ხალხიც არის, ვინც ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახურება, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, თაფლით სავსე კასრის გასაფუჭებლად მისხალი ნაგავიც საკმარისია; თან ხელისუფლებისთვის გუნდრუკის კმევა ჟურნალისტის საქმე არ არის, ამისთვის ლამის ყველა უწყებაშია სპეციალური დეპარტამენტები (რას და როგორ აკეთებენ,  ეს სხვა საქმეა), ჩვენი ვალია, შეცდომაზე მიგითითოთ და გირჩიოთ, რომ ის სანთელი, რომლითაც შესაფერის კადრებს "ეძებთ“,-აჯობებს თქვენს ახლობლებს წიგნებთან დაუნთოთ, მერე სახალხოდ გაწითლება თავიდან რომ აიცილოთ…

 ვფიქრობ, აჯობებს, აქ დავასრულო, რადგან რაც აქამდე დავწერე და ვიგულისხმე, მეც ვიცი, "ტრიფონიამაც“ იცის და იქაც იციან… მაგრამ ეტყობა, მართალი იყო მონტესკიე, როცა ამბობდა: "ყველა ხალხს ისეთი მთავრობა ჰყავს, როგორსაც იმსახურებსო"….

 

 

ყველა ახალი ამბავი
0