თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის სამართალდამცველმა ორგანოებმა მოსკოვში ტერაქტის მომზადებასთან დაკავშირებული პირები დააკავეს. აღმოჩენილი და გაუვნებელყოფილია თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერება, ამის შესახებ რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი იტყობინება.
„ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა რეალიზაციის ფარგლებში, უსაფრთხოების სამსახურებმა მოსკოვის დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის სტრელბშენსკის შესახვევის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დააკავეს პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან დედაქალაქში ტერორისტული აქტის მომზადებასთან“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
კომიტეტის ინფორმაციით, ბინაში, სადაც დაკავებულები იმალებოდნენ, აღმოჩენილი და გაუვნებელყოფილია თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერება.
აღნიშნულ ფაქტზე ტარდება აუცილებელი ოპერატიული ღონისძიებები და სამძებრო სამუშაოები.