თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. 11 ოქტომბერს პრეზოდენტის არჩევნების დღეს ბელორუსიაში საარჩევნო უბნები უკვე ამოქმედდნენ, — იტყობინება Sputnik ბელორუსი.
ბელორუსიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის 4 კანდიდატი დაარეგისტრირდა. ესენი არიან ბელორუსის მოქმედი სახელმწიფოს მეთაური ალექსანდრე ლუკაშენკო, ბელორუსის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი სერგეი გაიდუკევიჩი, ბელორუსის პატრიოტული პარტიის ლიდერი ნიკოლაი ულახოვიჩი და კომპანია „თქვი სიმართლეს“ აქტივისტი ტატიანა კოროტკევიჩი — ბელორუსის ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი. ამომრჩეველს ასევე შეუძლია ყველა კანდიდატის წინააღმდეგაც მისცეს ხმა ბიულეტენში შესაბამისი გრაფის მონიშვნით.
სულ ბელორუსში გახსნილია 61 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი, მათ შორის 49 — ქვეყნის გარეთ.
ამომრჩევლებს თავისი ნების დარეგისტრირება 8:00 დან 20:00 საათამდე შეუძლია.