თბილისი,11 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა ანკარში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, თურქმენეთში ორშაბათისათვის დაგეგმილი ვიზიტი გადადო, იტყობინება გაზეთი Vatan პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით.
ერდოღანმა გადადო ვიზიტი თურქმენეთში, სადაც 12 ოქტომბერს დაგეგმილი იყო თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის პრეზიდენტების შეხვედრა.
სამ წამიანი ინტერვალის ორი აფეთქება მოხდა შაბათს თურქეთის დედაქალაქში, პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მიტინგის დაწყებამდე. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაღუპულია 86 ადამიანი და დაიჭრა 186 ადამიანი, მათ შორის 9 პოლიციელი. თურქეთის პრემიერ მინისტრის ახმეტ დავუტოგლუს განცხადებით, არის იმის მტკიცებულებები, რომ ტერაქტი ორმა თვითკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ხელისუფლება ეჭვობს, რომ ტერაქტში „ისლამური სახელმწიფოს“, ქურთ მუშათა კავშირის და ორი მემარცხენე ექსტრემისტული დაჯგუფების ხელი ურევია.