აზერბაიჯანის პრეზიდენტი მალე საქართველოში ჩამოვა

© facebook.com/GaribashviliOfficialილხამ ალიევისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა
ილხამ ალიევისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უახლოეს მომავალში ილხამ ალიევი საქართველოს ეწვევა“, - იტყობინება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა,  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

 ირაკლი ღარიბაშვილისა და ილხამ ალიევის შეხვედრა შაბათს, აზერბაიჯანში, პრეზიდენტის სასახლე — „ ზაგულბაში“ შედგა. 

 აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის მნიშვნელობას.  საქართველოს პრეზიდენტმა კი აღნიშნა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობა. 

 „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება,  რომ უახლოეს მომავალში ილხამ ალიევი საქართველოს ეწვევა“, — იტყობინება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. 

ლიდერებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხები განიხილეს. კერძოდ, ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელობას ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში. საუბარი შეეხო ურთიერთობათა გაღრმავების პერსპექტივებს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0