ტერაქტს ანკარაში დავითოღლუმ თურქეთის ისტორიაში ყველაზე სამწუხარო მოვლენა უწოდა

© photo: Sputnik / Сергей Кузнецов / გადასვლა მედიაბანკშიახმეტ დავუტოგლუ
ახმეტ დავუტოგლუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ–მინისტრის თქმით, დიდი ალბათობით აფეთქება თვითმკვლელი-ტერორისტების მიერ მოხდა ესტაკადის ქვეშ, რკინიგზის სადგურის რაიონში, იქ სადაც მიტინგის ორგანიზატორები მისი ჩატარების ადგილისაკენ მიდიოდნენ.

ანკარა, 10 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეფ დავითოღლუმ ანკარაში მომხდარ ტერაქტს ქვეყნის ისტორიაში მომხდარი ყველაზე სამწუხარო მოვლენა უწოდა. 

 სამწამიანი ინტერვალის ორი აფეთქება მოხდა შაბათს თურქეთის დედაქალაქში, პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მიტინგის დაწყებამდე. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაღუპულია 86 ადამიანი და დაიჭრა 186 ადამიანი. 

 პრემიერ–მინისტრის თქმით, დიდი ალბათობით აფეთქება თვითმკვლელი-ტერორისტების მიერ მოხდა ესტაკადის ქვეშ, რკინიგზის სადგურის რაიონში, იქ სადაც მიტინგის ორგანიზატორები მისი ჩატარების ადგილისაკენ მიდიოდნენ. 

 „ეს ტრაგედია ყველაზე სამწუხარო მოვლენაა რესპუბლიკის ისტორიაში. ეს არის დანაშაული ჩვენი სტაბილურობის, ერთიანობის წინააღმდეგ. თავდასხმაა დემოკრატიასა და სტაბილურობაზე. ვინც არ უნდა იდგეს ტერაქტის უკან,  ჩვენ მტკიცედ ვაპირებთ უკომპრომისო ბრძოლას ტერორთან. მოვუწოდებ ყველას: რომელი პარტიის წევრიც არ უნდა იყოთ და რა შეხედულებებიც არ უნდა გქონდეთ —მოდით ერთად ვიბრძოლოთ ტერორიზმის წინააღმდეგ“, —თქვა დავითოღლუმ.

 მან ასევე მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. დავითოღლუმ აღნიშნა, რომ უახლოეს ხანებში აპირებს შეხვდეს სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერს კემალ კილიჩდაროღლუს და ეროვნული მოძრაობის პარტიის ლიდერს დავლეტ ბახჩელის.

თურქეთში სიტუაცია მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც 20 ივლისს,  „ისლამურმა სახელმწიფომა“ სირიის საზღვართან ტერაქტი და სამხრეთ აღმოსავლეთ პროვინციებში პოლიციელთა მკვლელობების ორგანიზება მოაწყო სულ ბოლო ორი თვის მანძილზე ქურთი მებრძოლების მხვერპლი 130-ზე მეტი პოლიციელი, სამხედრო და სამოქალაქო პირი გახდა. თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებლები 24 ივლისიდან უტევენ ქურთთა მუშათა პარტიის პოზიციებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებსა და ერაყის ჩრდილოეთით. 

 


ყველა ახალი ამბავი
0