თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ჩინური კომპანიების გამოფენა, ჩაის ცერემონია, ჩინელი მოცეკვავეები და აკრობატები, ფოტო გამოფენა, ჩინური უნივერსიტეტების პრეზენტაცია, ჩინური კულინარიის დაგემოვნება და ღვინის დეგუსტაცია — ეს ყველაფერი თბილისელებსა და თბილისის სტუმრებს დახვდებათ 11 ოქტომბერს, დედა ენის ბაღში, სადაც ჩინეთის დღე აღინიშნება.
„პირდაპირ პარკში რადიო ჯაკოს ექნება ღია ეთერი. ნახავთ როგორ მუშაობს რადიო შიგნიდან. მოდით და თავად გაესაუბრეთ თქვენს საყვარელ წამყვანებს: ნინო მუმლაძეს, მარგო ლუჩკოს, ანა ტყებუჩავას, ლაშა ჯუხარაშვილი, ზურა გორგაძეს. შემოგვიერთდით ერთად ავღნიშნოთ ჩინური დღე საქართველოში და გაატარეთ დაუვიწყარი დრო თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!“ — ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ით გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: მედია ჰოლდინგი “gbtimes” და რადიო ჯაკო ჩინეთის საელჩოს თანადგომით, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი და თბილისის მერია.
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.