კარაბადინის ავტორის შთამომავალი და ჰომეოპატიის მომავალი

ჰომეოპატი გია ნადარეიშვილი
ჰომეოპატი გია ნადარეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰომეოპატთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გია ნადარეიშვილი.

 რუსუდან შაიშმელაშვილი

  ჩვენი რესპოდენტი საქართველოს დამოუკიდებელ ჰომეოპატთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გია ნადარეიშვილია. მის შესახებ შემთხვევით გავიგე. დავინტერესდი და გავიცანი. მისაღებში უამრავი ადამიანი დამხვდა. გაიგეს თუ არა, ჟურნალისტი რომ ვიყავი, ყველა შემომეხვია. უამრავი თბილი და სამადლობელი სიტყვა მოვისმინე ბატონი გიას მისამართით. მერე ჩემი რიგიც მოვიდა და ოთახში შევედი, წარვუდექი და ინტერვიუს აღება დავიწყე.

 - დიდი დრო დაგჭირდათ აღიარების მოსაპოვებლად?

 - დიდი, ძალიან დიდი. ჰომეოპატიამდე ხანგრძლივი ძიების, შემეცნების და დაკვირვების შედეგად მივედი.

 - თქვენზე ინფორმაციის მოძიებისას, გავიგე, რომ ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი თქვენი დიდი წინაპარი იყო.

 — ფესვები შორს მიდის, საუკუნეებში. არ ვიცი, ალბათ, თავისი დროის ამ უდიდესი მკურნალის და თეორეტიკოსის დამსახურებაცაა, დედის მხრიდან, სანათესაოში ძალიან ბევრი ცნობილი ექიმი და ქიმიკოსი რომ მყავს. დედა მეც ყოველთვის მირჩევდა, მათ გზას გავყოლოდი. მართალი გითხრათ, თავიდან სპორტით ვიყავი გატაცებული. საკმაოდ წარმატებული ნიჩბოსანი გახლდით. სკოლა რომ დავამთავრე, ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩავაბარე — სამკურნალო განხრით. ჰათჰა-იოგაში ვივარჯიშე, შემდეგ მანუალური თერაპიით დავინტერესდი. ამას მოჰყვა ფიტოთერაპიით და ჩინური ნემსებით ჩემი გატაცება. იმხანად შემთხვევით გავიცანი ჰომეოპატი სლავა გოგიბერიშვილი და დაიწყო ჩემი ამ გზით სვლა. გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთში შევისწავლე ჰომეოპატია. ამ ქვეყნებში ეს  მიმართულება ძალიან პოპულარულია. აი, მაგალითად, საფრანგეთში ყოველი მეორე პაციენტი ჰომეოპატთან დადის.

 — ჩვენთან როგორაა ამ მხრივ საქმე?

 — როგორ გითხრათ. შემოსვლისას ხომ ნახეთ რამდენი ადამიანი მელოდება.

 - დიახ, არ დაგიმალავთ, ასეთ სიმრავლეს არ ველოდი.

 - ადამიანები მიხვდნენ, რომ ქიმიურ წამლებს უარყოფითი მხარეც გააჩნიათ. ეს კი უვნებელია, ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე. მეტსაც გეტყვით, ადამიანი ჩემთან როცა შემოდის, მე მისი ვიზუალური მხრიდანაც ვხვდები როგორია ის. ამას მისი თვალების, თმების თუ ტანსაცმლის ფერითაც ვხვდები. მერე ვუსვამ კითხვებს და პასუხები მეხმარება, სწორად წავმართო მკურნალობა. ერთი ტესტი ვიზუალური დაკვირვებიდან: მაგალითად, ჰოლივუდის ღიმილი, ნატრიუმის ტიპის ადამიანებს ახასიათებთ.

 — ნატრიუმის  ტიპი რას ნიშნავს

 — ეს არის მაზოხისტი, რომელიც თავის თავს ჭამს. ფოსფორის ტიპაჟები კი მსახიობები არიან.

 - სულ რამდენი ტაპაჟი არსებობს?

 - უამრავი..

 — ეს ჩემთვის ძალიან ძნელი გასაგებია…

 — მესმის. მე ამის შესწავლას თითქმის 30 წელი მოვანდომე. ახლა მთავარია, იმ ცდებს, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვაწარმოებთ, სერიოზული სახე მიეცეს. არადა, ამისათვის არც ისე ბევრია საჭირო. მთავარია, მონდომება, სურვილი და  თანხაც, რა თქმა უნდა. უნდა გაკეთდეს ისეთი დანადგარი, რომლითაც აქ ვუმკურნალებთ ჩვენს პაციენტებს. თურქეთში და ისრაელში წასვლა რომ არდასჭირდეთ. ეს კი, 350 ათასი დოლარი დაჯდება. სამაგიეროდ უკეთილშობილესი საქმე გაკეთდება.

 — ექიმები როგორ უყურებენ ჰომოპატიას?

 - არ ვუყვარვართ, მაგრამ გვაღიარებენ.

 — ახლა, შემოსასვლელში, ერთმა მამაკაცმა მითხრა, ჩემმა ექიმმა გამომიშვაო. მეორემ სასწაულთმოქმედიაო…

 - დიახ, ასეთი ბევრია. არ ვიცი ხან ჯადოქარს მეძახიან, ხან სასწაულმოქმედს, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ბევრი ამბობს, რომ მე ფსიქოლოგიურად ვმკურნალობ და ამიტომ მაქვს ასეთი შედეგები. არ უარვყოფ, ჩემს დაწერილი რეცეპტს, დიდი ძალა აქვს, ის მაშინვე იწყებს მოქმედებას, როგორიც კი გამოვწერ და დგება სასურველი შედეგი.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0