სირიის არმიამ ასზე მეტი ბოევიკი გაანადგურა

© photo: Sputnik / Mikhail Alaeddin / გადასვლა მედიაბანკშისირია, ჰამას პროვინცია
სირია, ჰამას პროვინცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიის ინფორმაციით, ჰამას პროვინციაში სირიის არმიის ოპერაციის დაწყებიდან ორ დღეში განადგურებული და დაჭრილია 77 ბოევიკი. ალეპოს პროვინციაში კი 50 ბოევიკია მოკლული და 6 ტყვიამფრქვევიანი მანქანაა ლიკვიდირებული.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სირიის არმიამ ასზე მეტი ბოევიკი გაანადგურა ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთსა და მის ცენტრალურ ნაწილში, — იუწყება სააგენტო Sana სამხედროებზე დაყრდნობით. 

სააგენტოს მონაცემებით, ჰამას პროვინციაში სირიის არმიის ოპერაციის დაწყებიდან ორ დღეში განადგურებული და დაჭრილია 77 ბოევიკი. როგორც სამხედრო წყაროები გვამცნობენ, ქალაქ კაფრ–ზეითში ხუთი, ხოლო  ქალაქ თალეთ ალ–საიადში სამი  ტყვიამფრქვევიანი ავტომობილია განადგურებული. 

ალეპოს პროვინციაში კი 50 ბოევიკია მოკლული და 6 ტყვიამფრქვევიანი მანქანაა ლიკვიდირებული. 

სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, 220 ათასი ადამიანი დაიღუპა. სამთავრობო ჯარებს სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების ბოევიკთა რაზმები უწევენ წინააღმდეგობას. ყველაზე მეტი აქტიურობით გამოირჩევიან ექსტრემისტული დაჯგუფებები „ისლამური სახელმწიფო“ და „ჯებჰათ ან–ნუსრა“. 

გასულ ოთხშაბათს სირიის არმიამ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა ჰამასა და იდლიბის საზღვარზე. ტერორისტების პოზიციები სახმელეთო შეტევის დაწყებამდე თითქმის 24 საათის განმავლობაში იბომბებოდა სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო დანადგარებიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადებიდან“.

სირიის ელჩმა რუსეთში რიიად ჰადადმა განაცხადა, რომ სირიის არმიის სახმელეთო შეტევა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე რუსეთის ავიაციის ავიადარტყმების პარალელურად დაიწყო. 

რუსეთი, პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე, 30 სექტემბრიდან ახორციელებს წერტილოვან ავიადარტყმებს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე, რისთვისაც მოიერიშე „სუ 25"-ებს, ბომბდამშენ „სუ 24"-სა და „სუ 34"-ს იყენებს, ხოლო ჰაერიდან მათ „სუ 30СМ“ ტიპის გამანადგურებლები აზღვევენ.  

ბოლო მონაცემებით, რუსეთის საჰაერო–კოსმოსურმა ძალებმა, ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, ტერორისტთა პოზიციებზე ასზე მეტი შეტევა განახორციელეს, მათ შორის, მართვის პუნქტებზე, მოსამზადებელ ბანაკებსა და საბრძოლო მასალების საწყობებზე. ამას გარდა, კასპიის ფლოტილიამ 26 ფრთოსანი რაკეტაც გაუშვა, რომელთა განადგურების სიზუსტე 5 მეტრს არ აღემატება.  

სამიზნეები რუსეთის, სირიის, ერაყისა და ირანის სადაზვრევო მონაცემების საფუძველზე ირჩევა. ცოტა ხნის წინ სირიის ელჩმა რუსეთში დაადასტურა, რომ დარტყმები სწორედ შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებებზე ხორციელდება და არა ოპოზიციასა ან მშვიდობიან მოსახლეობაზე. ამას გარდა, რუსეთის ავიაციის დარტყმების შედეგად, ოპერაციის დაწყებიდან უკვე განადგურებულია „ისლამური სახელმწიფოს“ ინფრასტრუქტურის  40 პროცენტი.  

 


ყველა ახალი ამბავი
0