თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 152 მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გამართულ ბრიფინგზე.
შეწყალებულთაგან 103, მათო შორის 14 ქალი, საპატიმროებს პარასკევს, 9 ოქტომბერს დატოვებს. დანარჩენ 49 მსჯავრდებულს, რომელთა შორისაც შვიდი ქალი და ორი არასრულწლოვანია, სასჯელი შეუმსუბუქდებათ.
„დანაშაულის საკმაოდ ფართო სპექტრია. ძირითადი დანაშაულები, როგორც ეს შეწყალების სხვა აქტებში იყო, ნარკოდანაშაულთანაა დაკავშირებული — მოხმარება და გასაღება“, — აღნიშნა ქორიძემ.
შეწყალების კომისიამ 28-30 სექტემბრის ჩათვლით 910 მსჯავრდებული საქმე განიხილა და საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინა, განაცხადა ზვიად ქორიძემ.