სამხედრო–სარკინიგზო ძალებმა აფხაზეთში სარკინიგზო ხაზის რემონტი ვადაზე ადრე დაასრულეს

© photo: Sputnik / Igor Mixalev / გადასვლა მედიაბანკშირკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარემონტო სამუშაოებში ჩართული იყო სამხედრო–სარკინიგზო ძალების ხუთასამდე სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის სამხედრო–სარკინიგზო ძალებმა აფხაზეთში ოჩამჩირე–ენგურის ხიდის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები ვადაზე ადრე დაასრულეს, — იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით. 

„სამუშაოები დათქმულ ვადამდე მთლიანად შესრულდა“, — განუცხადა სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა. 

როგორც ცნობილია, რუსეთის სამხედრო–სარკინიგზო ძალები აფხაზეთში რკინიგზის აღსადგენად ივლისში გაიგზავნა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალ დმიტრი ბულგაკოვის თქმით, სარკინიგზო ძალები აფხაზეთის ხელმძღვანელობის მიწვევით გაიგზავნა. სარემონტო სამუშაოებში ჩართული იყო სამხედრო–სარკინიგზო ძალების ხუთასამდე სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა. 


ყველა ახალი ამბავი
0