მოედანი თბილისის ცენტრში ერთი დღით ღვინის ქალაქად აქციეს

გამოწერა
თბილისსა და საქართველოში ქართული ღვინის დღეები ტრადიციად ყალიბდება. ასეთ დღეებში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ ნებისმიერი ღვინო და მოუსმინონ ეროვნულ მუსიკას.

თბილისსა და საქართველოში ქართული ღვინის დღეები ტრადიციად ყალიბდება. ასეთ დღეებში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ ნებისმიერი ღვინო და მოუსმინონ ეროვნულ მუსიკას.

ქართული ღვინის დღეებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო ატარებენ. ასეთი აქციების ჩატარების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა.

"თბილისის გარდა, თელავში, ქართული ღვინის სამშობლოში, ასევე ჩატარდება დიდი და საინტერესო ღონისძიებები, რომლებიც ქართულ ღვინოს მიეძღვნება. ასევე იქნება ქართული ღვინოების დეგუსტაცია", – განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა.

ქართული ღვინის დღეს ღვინის ქალაქში წარმოდგენილებიდან ნებისმიერი ღვინის გასინჯვაა შესაძლებელი: როგორც წესი, საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ არამხოლოდ დიდი საწარმოები, არამედ კერძო მეწარმეებიც და მონასტრებიც.

ყველა ახალი ამბავი
0