მსოფლიოში ოქროს ყველაზე მძიმე ბეჭედი, რომელიც 63 კგ–ს იწონის და 3 მილიონი დოლარი ღირს, არაბეთში საათებისა და საიუველირო ნაკეთობების გამოფენაზე წარმოადგინეს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება ნივთი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.
5,17 კილოგრამი Swarovski თვლებით ინკრუსტირებულ ბეჭედს დაერვა Star of Taiba — "თალიბის ვარსკვლავი".
"ბეჭედი 2000 წელს გაკეთდა და 550 ათასი დოლარი ღირდა, როდესაც ოქროს ფასი უნციაზე 250 დოლარს შეადგენდა", – განაცხადა საიფ მუჰამედმა, შარჯის საგამოფენო ცენტრს დირექტორმა, სადაც უნიკალური საიუველირო ნაკეთობა იყო წარმოდგენილი.
ახლა უნციაზე ოქროს ფასი 1150 დოლარამდე გაიზარდა, ბეჭდის ფასიც შესაბამისად რამდენჯერმე გაიზარდა. ახლა ის 3 მილიონი დოლარი ღირს.
70 სანტიმეტრიანი დიამეტრის მქონე გიგანტური ბეჭედს 55 იუველირი 45 დღის განმავლობაში ამზადებდა. ის მხოლოდ საგამოფენო ეგზემპლარია და არ იყიდება. მაგრამ მსგავსი ნაკეთობის ყიდვის მსურველთათვის შეიქმნა ბეჭდის დაპატარავებული ასლი.
მათი შეძენა შესაძლებელია შარჯის გამოფენაზე 300–400 დოლარად.