ბრიუსელში ხელი მოეწერა პოლონეთსა და საქართველოს შორის ხელშეკრულებას.

© https://www.facebook.com/mod.gov.geთინა ხიდაშელი და ტომაშ სემიონიაკი
თინა ხიდაშელი და ტომაშ სემიონიაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიუსელში ხელი მოეწერა პოლონეთსა და საქართველოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავა თანამშრომლობის ხარისხი.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა თომაშ სემიონაკმა  (Tomasz Siemoniak) ხელი მოაწერეს პოლონეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, იტყობინება ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. 

 აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავა ორმხრივი ურთიერთობები და გაიზრდება შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის ხარისხი. 

 „დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ საიდუმლოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის შესახებ ხელშეკრულებას. ეს არის უმთავრესი წინაპირობა იმისთვის, რომ ნატოს პაკეტის განხორციელების ფარგლებში, საქართველო და პოლონეთი თვისობრივად სხვა ტიპის ურთიერთობებზე გადავიდნენ. ამ ხელმოწერით ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, პოლონეთი საქართველოს სრულფასოვანი პარტნიორი გახდა. სპეციალური ოპერაციების ძალებისა თუ სამხედრო პოლიციის სეგმენტში თანამშრომლობა მიიღებს კონკრეტულ ფორმას კონკრეტული ფინანსური პაკეტით, კონკრეტული ტრენინგების და სწავლებების კომპონენტით“ — განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. 

 საქართველოსა და პოლონეთს შორის ხელშეკრულების ხელმოწერა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში მოხდა.

 2014 წლის სექტემბერში უელსში გამართული ნატოს სამიტის მსვლელობისას,  საქართველოს ღონისძიებების პაკეტი გადაეცა, რომელიც საქართველოს ალიანსის წევრად გახდომაში დაეხმარება. 

ყველა ახალი ამბავი
0