თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (სსსს) გეგმავს დაიწყოს გამოძიება 2008 წელს სამხრეთ ოსეთში კონფლიქტთან დაკავშირებით, ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეთა შემადგენლობამ საქართველოსთან დაკავშირებული საქმე წინასწარი წარმოების პირველ პალატას გადაუგზავნა პროკურორ ფატუ ბენსუდას შეტყობინების საფუძველზე, რომელიც საქართველოში ვითარების გამოძიების დაწყების განზრახვას შეეხებოდა“, — აღნიშნულია განცხადებაში“, — ნათქვამია განცხადებაში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთში 2008 წლის კონფლიქტის მსვლელობისას, შესაძლოა, სამხედრო დანაშაულებები მოხდა, აღნიშნულია განცხადებაში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო — საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედი ორგანო. მისი შექმნა გათვალისწინებულია 1998 წლის რომის სტატუტით, რომელიც ძალაში შევიდა 2002 წლის 1 ივლისს. საქართველომ სტატუტის რატიფიკაცია 2003 წლის 5 სექტემბერს მოახდინა და სამი თვის შემდეგ გახდა ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. სასამართლო უფლებამოსილია განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ დანაშაულისათვის, რომლებიც დაფიქსირებულია სტატუტში, მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კოდექსსა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებში. აგრეთვე სსსს წყაროებად გამოიყენებს საერთაშორისო სამართლის საყოვლთაოდ აღიარებულ ნორმებს; მსოფლიო სამართლებრივ სისტმებზე დაყრდნობით სამართლის ზოგად პრინციპებს. სტატუტის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია განახორციელოს დევნა შემდეგი დანაშულების ჩადენისათვის: 1) გენოციდი: 2) დანაშაულებანი ადამიანურობის წინააღმდეგ: 3) ომის დანაშაულები. სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია სტატუსის ძალაში შესვლის შემდეგ.
რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო ხელშეკრულებას 2000 წელს მოაწერა ხელი, მაგრამ ხელშეკრულების რატიფიცირება დღემდე არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო მართლმსაჯულების იურისდიქცია რუსეთზე, ისევე როგორც უკრაინაზე, ჩინეთზე, აშშ-ზე და რიგ სხვა ქვეყნებზე, არ ვრცელდება.